ამბები
,,საქართველოში ინფლაცია კვლავ დაბალია”
საქართველოს ეროვნული ბანკის თქმით, საქართველოში ინფლაცია კვლავ დაბალია და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება, მიმდინარე წლის სექტემბერში კი მთლიანი ინფლაცია – 0.7 პროცენტი, ხოლო საბაზო ინფლაცია 2.5 პროცენტი იყო.
,,ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3%-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება.
მაღალი გაურკვევლობისა და არსებული რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებაზე კონცენტრირებული რჩება და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს, განაკვეთის ნორმალიზებას კი მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს“, -აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

სულ ნანახია
154

დღეს ნანახია
1