ამბები
შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მელინე არაკელიანს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
თორნიკე რიჟვაძემ მელინე არაკელიანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, რომლებიც მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას.
სულ ნანახია
201
დღეს ნანახია
1