რატომ არის მნიშვნელოვანი ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის დანერგვა
დარინა გაბაიძე 514 22 22 80 –
ბათუმში გაიმართა სამუშაო შეხვედრები საქართველოში ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემის ( NA ) ფუნქციონირების, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ.
NA-ი არის ელექტრონული სისტემა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით შინაური ცხოველების, მათი ადგილსამყოფელის, მფლობელებისა თუ სხვა მონაცემების შესახებ, რომელთა იდენტიფიცირებასაც კანონი ითვალისწინებს.
პროექტი ემსახურება ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიკვლევადობას, რასაც სურსათის უვნებლობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პროგრამა მნიშნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების
(DA) შესრულებაშიც.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც პროექტის განმახორციელებლებმა, ასევე ბენეფიციარებმაც. შეხვედრაზე განხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: NA-ს როლი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიკვლევედობის უზრუნველსაყოფად, -ის გამოყენება საქართველოში პირუტყვის პოპულაციაში დაავადებათა ზედამხედველობისთვის, ასევე სურსათის უვნებლობის მენეჯმენტისთვის პირუტყვის ღირებულების ჯაჭვში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებების პრევენციისა და კონტროლისთვის. შეაჯამეს აჭარის რეგიონში ჩატარებულ საპილოტე პროგრამა.
– თვითონ სისტემა ცოცხალი პროცესია, ის იცვლება კანონმდებლობასთან შესაბამისათ, იცვლება რეალობის გათვალისწინებით, შესაბამისად, მუდმივად არის განახლება, შესწორების შეტანა და ზუსტად ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრა. აჭარაში შევიკრიბეთ იმიტომ, რომ აქ გარკვეული პილოტირება მოხდა ერთ-ერთი ამ მოდულის სისტემის, რომელმაც ძალიან წარმატებით ჩაიარა. NA-ის სისტემა სამომხმარებლო მოდულსაც მოიცავს: ეტიკეტზე დატანილი Q კოდის დახმარებით, მყიდველს უკვე შუძლია, ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმომავლობის შესახებ მნიშვნელოვანი საბაზისო ინფორმაცია წამებში გაარკვიოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ყიდვისას ყურადღება მიაქციოთ ხორცპროდუქტზე განთავსებულ ინფორმაციას ცხოველის დაკვლის თარიღის, შენახვის ვადისა თუ ტემპერატურის შესახებ. სავაჭრო ობიექტში გასაყიდ ხორცპროდუქტზე ამ ტიპის ინფორმაციის განთავსება კანონით სავალდებულოა, – აღნიშნა „ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის მენეჯერმა“ მიხეილ სოხაძემ.