ამბები
ანგარიში რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე
პარლამენტში მიწვეულია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე. საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი უსმენს მის ანგარიშს რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე.
მედიისთვის კომიტეტის ეს სხდომა დაწყებისთანავე დაიხურა.
„ამ მნიშვნელოვან საკითხზე მოსმენას პერიოდულად ვმართავთ, რათა შესაბამისი ინფორმაცია გვქონდეს, გვქონდეს საფრთხეების, გამოწვევისა და მათი შემადგენელი ელემენტების სწორი და ზუსტი გაგება, ვგრძნობდეთ რეგიონის მაჯისცემას და თუ საჭირო გახდება, შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ.

სულ ნანახია
284

დღეს ნანახია
1