ამბები
ახალი საპიკნიკე სივრცე პირველად ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს
მთიან აჭარას კიდევ ერთი საპიკნიკე სივრცე და ტურისტული მარშრუტი შეემატა.
ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე საპიკნიკე ზონა ღომას მთაზე მდებარეობს, სადაც ფანჩატური, საცეცხლური, საქანელები და ფოტოსტენდებია მოწყობილი.
ღომას მთის საპიკნიკე ინფრასტრუქტურა იმ 10-მდე საპიკნიკე სივრცეს შორისაა, რომელიც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში მოაწყო.
ახალი საპიკნიკე სივრცე და ტურისტული მარშრუტი „ღომას მთა-ნამონასტრევი“ პირველად გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს შუახევისა და ქედის მერიის მენეჯმენტთან ერთად მათ ტერიტორიაზე მარადმწვანე მცენარეები დარგეს.
სულ ნანახია
224
დღეს ნანახია
1