ამბები
ბსუ-ის სამედიცინო მიმართულების კორპუსის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსის მშენებლობის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მალე, სამედიცინო პროგრამების სტუდენტებისათვის ერთ სივრცეში განთავსდება აუდიტორიები, ლაბორატორიები, სასწავლო ცენტრი, ბიბლიოთეკა და საკონფერენციო დარბაზი.
მათი ცნობით, პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და მისი ღირებულება 8 880 000 ლარს შეადგენს. სამედიცინო მიმართულების კორპუსი ბათუმში, ლეონიძის N15-ში აშენდება.

სულ ნანახია
214

დღეს ნანახია
1