დღეიდან პირველ იანვრამდე ბათუმი-ხულოს გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან 1-ელ იანვრამდე ბათუმი-ხულოს გზაზე, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ხიჭაურიდან გომარდულის ასახვევამდე მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
,,აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად, 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე შეიზღუდება გადაადგილება – ყველა სახლის ტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)
– ახალციხის საავტომობილო გზის მე-60 კმ-ზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 2023 წლის 1-ლი ნოემბრიდან ორი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ59-დან (სოფ. ხიჭაური) კმ65-მდე (სოფ. გომარდულის ასახვევი) გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით“, – წერია განცხადებაში.