მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მალე მიაგნონ კიბოს სრული განკურნების გზას
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
მეცნიერების განცხადებით, აღმოჩენილია კიბოს „ცოცხალი წამალი“, რომელსაც ბოლო სტადიის მიუხედავად გადარჩენილი ადამიანის სისხლძარღვებში მიაგნეს და განმარტეს, რომ ასეთი პაციენტის სხეულს ჯერ ისევ იცავს მკვლელი იმუნური უჯრედების მთელი ფლოტი, რომლებსაც Т ლიმფოციტებს უწოდებენ. მათივე განმარტებით, სპეციალური Т ლიმფოციტები გაცილებით უკეთესად ცნობენ და თავს ესხმიან სიმსივნეს, ვიდრე საშუალო Т ლიმფოციტები. მათ სხვადასხვა კუთხიდან
ერთდროულად მრავალი სხვადასხვა სახის კიბოს განადგურება შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულში, კიბოს ინფილტრაციის ლიმფოციტური თერაპია ბოლო სტადიის შესაძლო ამოძირკვის ახალი, მძლავრი გზა გახდა, რომელიც მოიცავს პაციენტისავე სისხლის თეთრი უჯრედების აღებას პირდაპირ სიმსივნიდან და ისე გაზრდას და ხელოვნურად გაძლიერებას, რომ კიბოს მაქსიმალურად შეუტიონ. როგორ შეუტიონ კიბოს უკეთესად, აღნიშნულის გარკვევას კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრები წლებია ცდილობდნენ. მათ მიერ ჩატარებულ ცდებში L თერაპიაგავლილი ავთვისებიანი მელანომის მქონე 31 პაციენტი მონაწილეობდა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმ პაციენტებს, რომლებმაც კიბო დაამარცხეს, ერთი წლის შემდეგაც კი აღენიშნებოდათ Т ლიმფოციტების ძლიერი პასუხები.
„იმედი გვაქვს, რომ გამოვიკვლევთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ინჟინერიით გამოყვანილი მრავალმხრივი Т ლიმფოციტების გამოყენება მრავალი სხვადასხვა სახის კიბოს სამკურნალოდ, ზუსტად იმავე გზით, როგორც ახლა გამოიყენება ინჟინერიით გამოყვანილი ლიმფოციტები ზოგიერთი ტიპის ლეიკემიის სამკურნალოდ. სხვათა შორის, პაციენტთა რაოდენობა მცირეა, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ მრავალმხრივი Т ლიმფოციტები დაკავშირებული იყოს სრულ განკურნებასთან, კიბოს ამოძირკვასთან “, – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, კარდიფის უნივერსიტეტის იმუნოლოგმა გარი დოლტონმა.

