ამბები
ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს, რომელშიც საქართველოზეც იქნება საუბარი, დღეს გამოაქვეყნებს
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებასაც, რომლის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის პრესკონფერენცია თბილისის დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული.
ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროკავშირის ლიდერები 14-15 დეკემბრის სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიანიჭონ თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.

სულ ნანახია
236

დღეს ნანახია
1