ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით, საგადასახადო დავალიანების თაობაზე, შემოსავლების სამსახურის სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები.
„აღნიშნული დოკუმენტები მოქალაქეებს ძირითადად მათ კუთვნილ სოციალურ ქსელებში (ფეისბუქით, ინსტაგრამითა და ვოცაპით) ეგზავნებათ და სხვადასხვა სახის საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდების მცდელობას შეეხება.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299-299.
აქვე გაცნობებთ, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

