ამბები
ლოიდ ოსტინი უკრაინაში ჩავიდა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა. „მე ახლახან ჩამოვედი კიევში უკრაინელ ლიდერებთან შესახვედრად“, – დაწერა ოსტინმა „ტვიტერზე“. მისივე თქმით, უკრაინაში ჩასვლის მთავარი მიზეზი იყო გზავნილის გადაცემა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარეს დგომას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში როგორც ახლა, ასევე, მომავალში.
უკრაინაში ჩასვლამდე ოსტინმა განაცხადა, რომ თუ აშშ შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას , ამ ომს რუსეთი აუცილებლად მოიგებს.
სულ ნანახია
202
დღეს ნანახია
1