პარასკევი, მაისი 23, 2025
სიახლე:
  • პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ზურაბ ჯაფარიძეს მხნეობას უსურვებს
  • სოფო ნიკოლაიშვილი 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრაზე: სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით
  • ლევან სანიკიძე: ვინც გირაოს იხდის არ ვამტყუნებ, მაგრამ ვინც გირაოს არ იხდის, ვუფასებ გაბედულ ნაბიჯს
  • წელს – მესამედ
  • პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

რატი ბრეგაძე: თუ მოქირავნე ვალდებულებას არ შეასრულებს, მის გამოსახლებას აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს

ნოემბერი 20, 2023ნოემბერი 20, 2023

იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძის განცხადებით, სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გამოსახლების წესის ცვლილებას გულისხმობს. მისივე თქმით, ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა.
მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქირავნე ვალდებულებას არ შეასრულებს, მის გამოსახლებას აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოხდება და მხარეები მასზე წინასწარ იქნებიან შეთანხმებულები.
„გიდასტურებთ, რომ ეს (ქირით შესული ადამიანების ბინებიდან უკან გამოყვანა) არის ძალიან დიდი პრობლემა. კერძოდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ბინა გააქირავა და მოქირავნე აღარ გამოდის. ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღეისთვის არ არსებობს, შესაბამისად, როდესაც მესაკუთრეს აქვს ბინა, მას არც ფულს უხდიან ბინაში, არც იქიდან გამოდიან, ეს არის პრობლემა, რომელიც საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას უკავშირდება. შემდეგ იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც შესაძლოა, 1 წელიც გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს საკუთრების უფლება შეზღუდული აქვს, რაც ყოვლად დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, გაცნობოთ ინიციატივაზე, რომელიც შევიმუშავეთ. კერძოდ, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა, ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს, სადაც მითითებული იქნება, რომ თუ მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას, არ გადაიხდის თანხას, მას აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს. ამ შემთხვევაში, მესაკუთრის უფლებები დაცული იქნება. ეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოხდება და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებულები. თუ მხარეები გადაწყვეტენ მსგავსი ტიპის ხელშეკრულების გაფორმებას, ისინი დაცულები იქნებიან და მათი საკუთრების უფლება ქმედითად რეალიზებული იქნება. ეს ინიციატივა გვაქვს და ცოტა ხანში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდის წარუდგენენ ინიციატივას პარლამენტს.

სულ ნანახია
სულ ნანახია
441
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ლოიდ ოსტინი უკრაინაში ჩავიდა
  • ჩვენი კარატისტების ტრიუმფი – ჰოლანდიაში →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2025
  • აპრილი 2025
  • მარტი 2025
  • თებერვალი 2025
  • იანვარი 2025
  • დეკემბერი 2024
  • ნოემბერი 2024
  • ოქტომბერი 2024
  • სექტემბერი 2024
  • აგვისტო 2024
  • ივლისი 2024
  • ივნისი 2024
  • მაისი 2024
  • აპრილი 2024
  • მარტი 2024
  • თებერვალი 2024
  • იანვარი 2024
  • დეკემბერი 2023
  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"