პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანას შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და მომავლის გეგმები. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.
,,პარლამენტის თავმჯდომარემ მირჩა ჯოანას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მიღწევას.
საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.