სანქციები – რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების ჯგუფს
ახლახან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების ჯგუფისთვის სანქციების დაწესების შესახებ ხელი მოაწერა. ამ სიაშია ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატის” მეთაური აპტი ალაუდინოვი და ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ყოფილი სრულუფლებიანი წარმომადგენელი უკრაინაში რამზან ციცულაევი.
ზელენსკის განკარგულებით, სანქციების ორი სია დამტკიცდა. ერთში 185 ფიზიკური პირია, მეორეში – 181. სანქციები 10 წლის განმავლობაში იქნება დაწესებული. იგი ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა აქტივის დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეწყვეტას, უკრაინასა და მის ტერიტორიაზე ტრანზიტის აკრძალვას, პირისთვის ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, უკრაინის საწარმოების პრივატიზაციაში მონაწილეობის და ფასიანი ქაღალდების ოპერაციების სრულ აკრძალვას, სხვა შეზღუდვებს ითვალისწინებს.
ამ წლის ნოემბერში უკრაინამ სანქციები დაუწესა ახმატ კადიროვის სახელობის პოლიციის პოლკის მეთაურ ზამიდ ჩალაევს, ხოლო აპრილში – ჩეჩნეთის მეთაურის მეოთხე ქალიშვილს, ტაბარიკ კადიროვას. 2022 წელს უკრაინის სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ ადამ დელიმხანოვი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი ჩეჩნეთიდან და მისი სამი ძმა.
გენერალი აპტი ალაუდინოვი, ისევე როგორც ადამ დელიმხანოვი, რამზან კადიროვთან ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლება,
თუმცა აპტი ალაუდინოვის მიმართ ყოველთვის ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ ყოფილა.
2019 წელს მას ბრალს სდებდნენ რამზან კადიროვის წინააღმდეგ შეთქმულებაში. ალაუდინოვმა უარყო ყველა ბრალდება. 2014 წელს ალაუდინოვი აშშ-ის სანქციების სიაში შეიყვანეს, ოდნავ მოგვიანებით მას უარი ეთქვა ლატვიაში შესვლაზე. 2020 წელს ის დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა. შეტევას ქარხანა „აზოვსტალზე“.

