მეწყერი – ჭერში
ოთარ ცინარიძე 599852114
დეკემბერ-იანვრის დასაწყისში მოსულმა უხვმა ნალექმა ისევ ჩაკეტა და ჩახერგა სხალთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მისასვლელი გზები. მეწყრული პროცესები განვითარდა რამდენიმე ადგილზე. სტიქიამ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად 2023 წლის პედაგოგიური ჯილდოს მფლობელის, სოფელ ჭერის მკვიდრ ნაზი მიქელაძის საცხოვრებელი ტერიტორია დააზიანა.
-მეგონა, სხალთაში ჩემი საცხოვრებელი სახლი ყველაზე საიმედო ადგილზე იდგა , მაგრამ ამაოდ… გასული წლის 5-6 დეკემბრის კოკისპირულმა წვიმებმა მთელი სოფელი სერიოზული საფრთხის წინაშე დაგვაყენა. ახალი წლის დღეები ერთობ არასასურველი აღმოჩნდა. სხვა დაზარალებულებთან ერთად, ჩემი საცხოვრებელი სახლის ირგვლივაც ეროზიული პროცესები განვითარდა. შემთხვევის ადგილზე იყვნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, სოციალური სამსახურის უფროსი ჯანბულატ მელაძე, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა განყოფილების უფროსი როლანდი აბულაძე და სხვები. მათ მითანაგრძნეს და დროებითი საცხოვრისი გამომინახეს. მადლობა ყველას თანადგომისა და ყურადღებისათვის, – გვითხრა ნაზი მიქელაძემ.