მეწყერი ჩამოწვა დაბა შუახევის რაიონულ ცენტრშიც
თამაზ მგზავრიძე 27 48 94 –
ამინდის გაუარესებას, კოკისპირულ წვიმებს ქედასა და ხულოში მეწყრული პროცესებისა და თოვლის ზვავების გააქტიურება, ადამიანის მსხვერპლიც მოჰყვა.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში თოვლის ზვავმა იოსებ ბოლქვაძის საცხოვრებელი სახლი და დამატებითი სათავსო მოიყოლა. სახლში იოსებ ბოლქვაძე და მისი მეუღლე, 60 წელს მიტანებული ფატი ბოლქვაძე იმყოფებოდნენ. სტიქიამ ფატის სიცოცხლე შეიწირა.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში (ბარამიძეების უბბანში) მეწყერმა თემურ ბარამიძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, საუბედუროდ, სტიქიას თემურის სიცოცხლე ემსხვერპლა. იგი შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი იყო.
მეწყერი ჩამოწვა დაბა შუახევის რაიონულ ცენტრშიც, რის შედეგადაც დაინგრა კავშირგაბმულობის რაიონული კვანძის ყოფილი შენობა.