ამბები
ბათუმი ავარიული სახლების გარეშე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, კვინიტაძისა და გრიშაშვილის ქუჩებზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. აღნიშნულ მისამართებზე საცხოვრებელი ფართები 120 ოჯახზეა გათვალისწინებული.
ამ ეტაპზე მშენებლობა დასრულდა 12 მისამართზე, გამაგრება-რეაბილიტაცია 9 მისამართზე მიმდინარეობს.
პროგრამის ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ განხორციელების შედეგად 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო შეიქმნება. მოსახლეობას ბინები სრულად გარემონტებული გადაეცემა. ამ პროგრამის განხორციელებისთვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სულ ნანახია
313
დღეს ნანახია
1