აჭარის ტურისტულ პოტენციალს გერმანიაში ეცნობიან
აჭარის ტურისტული შესაძლებლობები მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი -ში.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და 39 კერძო ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობს.
საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს N-ის, B
-ის,
-ის ხელმძღვანელ პირებთან და საერთაშორისო კულინარიული ფესტივალის N
-ის ორგანიზატორებთან. მოლაპარაკება შედგა ჩინეთში ერთ-ერთი უდიდესი მარკეტინგული კომპანიის
-ის წარმომადგენლებთან.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს სტენდთან საშუალება მომეცა შევხვედროდი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გაიმართა. საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა დაიწყო, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენ ხელს შევუწყობთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომ ჩინეთში საქართველოს ტურისტული მიმართულება გახდეს უფრო ცნობადი და უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ეწვიოს საქართველოს“, – განაცხადა კომპანია -ის ხელმძღვანელმა მარკუს ლიმ. გამოფენის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობები დაამყარონ და ახალი ბიზნესპარტნიორები აღმოაჩინონ. გამოფენაში 132 ქვეყნის 1300-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, წარმოდგენილი 1250-ზე მეტი გაყიდვების კომპანია.
ცნობისათვის: „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ – ამ სლოგანით შარშან, საქართველო, ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით და მთავარი სტენდით წარსდგა, სადაც ათასობით სტუმარი ჩვენი ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და კულტურას გაეცნო.

