ამბები
ბათუმში დღეს შესაძლოა, წყალმომარაგება შეწყდეს
ამ ინფორმაციას ,,ბათუმის წყალი“ ავრცელებს.
,,ქალაქის წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ ქსელზე არსებული დაზიანების აღმოფხვრის გამო, 15 მარტის 23:00 საათიდან 16 მარტის 09:00 საათამდე ქალაქის მასშტაბით, გარკვეულ მისამართებზე შესაძლოა შეიზღუდოს წყალმომარაგება და მაღალსართულიან კორპუსებს წყალი მიეწოდოთ დაბალი წნევით.
ასევე, აღდგენითი სამუშაოების შედეგად, შესაძლოა დაფიქსირდეს წყლის ამღვრევა.
,,ბათუმის წყალი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

სულ ნანახია
227

დღეს ნანახია
1