საფეხბურთო ნაკრები პლეი ოფისთვის ემზადება
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97
21 მარტს თბილისი დიდ ფეხბურთს უმასპინძლებს – „დინამო-არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ ამ მატჩისათვის გუნდის მზადება 18 მარტს დაიწყო. გუშინ ნაკრებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოთამაშე ფეხბურთელები – ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი მამარდაშვილი შეუერთდნენ. ისინი მატჩისათვის მზადებაში დღეს ჩაერთნენ.
თუ ჩვენი ნაკრები მოიგებს, მაშინ 26 მარტს ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი ისევ თბილისში გაიმართება. ფინალში გამარჯვებული გუნდი კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა.
თბილისის „დინამო-არენაზე“ თამაში 21 საათზე დაიწყება, რომლის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.
ორივე გუნდის მწვრთნელმა ნაკრებების შემადგენლობები უკვე დაასახელა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მიღებული სამი გაფრთხილების გამო, ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან მატჩში ვერ დაეხმარება.

