40- მდე სტუდენტი “ექსპო ბათუმში” სტაჟირებას გაივლის
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის ბათუმის ფილიალის ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტები კომპანია “ექსპო ბათუმის” ბაზაზე ერთთვიან სტაჟირებას გაივლიან. ამ ხნის განმავლობაში ისინი კომპანიის საგამოფენო საქმიანობაში ჩაერთვებიან.
რეგიონი 10 – 12 მაისს “ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის” საერთაშორისო გამოფენას უმასპიძლებს, რომელიც წელს მეთხუთმეტედ, ახალი სახელწოდებით -“BIT 2024” ჩატარდება. `
ტრადიციულად, ტურიზმის ფაკულტეტის 40-მდე სტუდენტი საგამოფენო კომპანია “ექსპო ბათუმში” ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-15 საერთაშორისო გამოფენის საორგანიზაციო პროცესში ჩაერთვება და ერთთვიან პრაქტიკას გაივლის. ჩვენი სლოგანი უცვლელია ,,საერთაშორისო და შიდა ტურიზმს “ექსპო ბათუმი” აერთიანებს“ , – აღნიშნა საერთაშორისო საგამოფენო კომპანიის დამფუძნებელმა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.

