ამბები
ბათუმის მერი თურქეთის დელეგაციას შეხვდა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის ვიცე-მერი ლევან დავითაძე, გაცვლითი საგანმანათლებლო კულტურული პროგრამის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქების ორდუსა და ნევშექირის სოციალურ მეცნიერებათა ლიცეუმების მასწავლებლებსა და მოსწავლეთა წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები და ერთობლივი პროექტები განიხილეს. ასევე ისაუბრეს განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
სულ ნანახია
77
დღეს ნანახია
1