ისრაელში, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
„ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების ოჯახები და მხარდამჭერები, მათი ახლობლების ტყვეობაში ყოფნის მე-200 დღეს, თელ-ავივში საპროტესტო აქციას მართავენ. მათ პროტესტის ნიშნად, ჰაბიმას მოედანზე ხელები წითლად შეიღებეს და ცისკენ აღაპყრეს. მძევლების ოჯახები ხელისუფლებას მოუწოდებენ, იმოქმედოს მათი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ცნობისთვის: ამჟამად ღაზის სექტორში 130-ზე მეტი მძევალია დარჩენილი, რომლებიც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს, ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დროს აიყვანა.
თავდასხმა ფართოდ განიხილება, როგორც ისრაელის დაზვერვის მნიშვნელოვანი წარუმატებლობა. ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა აჰარონ ჰალივამ, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს მისი ქვედანაყოფის წარუმატებელი ქმედების გამო, თანამდებობას ტოვებს.
„გადაწყდა, რომ გენერალური შტაბის გენერალი აჰარონ ჰალივა გადადგება თანამდებობიდან და დატოვებს ისრაელის თავდაცვის ძალებს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. გენერალ-მაიორი აჰარონ ჰალივა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებში 38 წლის განმავლობაში მსახურობდა, პირველი მაღალი რანგის სამხედრო ფიგურაა, რომელის თანამდებობას ტოვებს.

