ნეკროლოგი
ავთანდილ ჯორბენაძე დარჩება მეგობართა და ახლობელთა გულებში
გარდაიცვალა ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, მედიცინის დოქტორი ავთანდილ ჯორბენაძე. მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნის დროს (ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი), მისი ხელმძღვანელობით დაიწყო საქართველოში ახალი ფორმაციის შესატყვისი რეფორმების გატარება ჯანდაცვის, ეკონომიკის, სამართლისა და სხვა სფეროებში.
თანაგრძნობას ვუცხადებთ ბატონი ავთანდილის ოჯახს, ექიმთა ასოციაციას, გულნარა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კოლექტივს და სრულიად საქართველოს.
პიროვნული ხიბლით გამორჩეული ავთანდილ ჯორბენაძის ხსოვნა დიდხანს დარჩება მეგობართა და ახლობელთა გულებში.
აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი აკაკი ბერიძე
სულ ნანახია
60
დღეს ნანახია
1