პოლიტიკა
მინისტრის ვიზიტი – „პროგრესში“
ბათუმში არსებულ ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესს“, რომელიც 2024 წლის სექტემბრიდან ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ეწვია.
მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა მოინახულა, შეხვდა სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს, ასევე, გაეცნო სკოლაში არაფორმალური განათლების წრეების მუშაობას და სპორტულ აქტივობებს.
მაია ხაჯიშვილი პატარების თოჯინების თეატრის წრის მინი სპექტაკლსაც დაესწრო, წარმატებები უსურვა სკოლას და მის საერთაშორისო კონტინგენტს.

სულ ნანახია
69

დღეს ნანახია
1