ამბები
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა
2007 წლის 7 ნოემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი რთულად გასახსენებელი დღეა.მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ თბილისში საპროტესტო აქციები 2007 წლის 2 ნოემბერს დაიწყო. 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლის გადაწყვეტილება მიიღო. პარალელურად აქციები იმართებოდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან.
2007 წლის 7 ნოემბრის აქცია პოლიციის მიერ მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დასრულდა. იმავე საღამოს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა და მაუწყებლობა გაითიშა.
7 ნოემბერს აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.
სულ ნანახია
31
დღეს ნანახია
1