ამბები
ყველაზე აქტიური ვეტერანი
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაცია (პრეზიდენტი შალვა ტაბაღუა) ყოველ წელს მამაკაცთა და ქალთა შორის სამ-სამ აქტიურ ვეტერან სპორტსმენს ავლენს. წლის ბოლოს მათი მთელი წლის სპორტული აქტივობა ჯამდება. ისინი მთელი წლის განმავლობაში მონაწილეობენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, რომელსაც აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაცია სპორტის დეპარტამენტის, ბათუმის მერიის, ბულვარის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ატარებს. სწორედ ამ ღონისძიებებში ნაჩვენები შედეგების დაჯამებით გამოვლინდა სამ-სამი აქტიური ვეტერანი სპორტსმენი.
ქალბატონებში პირველ ადგილზე ნინო აბაშიძე გავიდა, მეორეზე – მედეა ბიბილეიშვილი, მესამეზე – სვეტლანა უტიანსკაია.
მამაკაცებში პირველი ადგილი ოთარ დოჭვირმა დაიკავა, მეორე – იასონ კამკიამ, მესამე – გოჩა ჭაღალიძემ.

სულ ნანახია
31

დღეს ნანახია
1