მამუკა მდინარაძე: დღეს უკვე გამოჩნდა, რომ „ადგილობრივი ომის პარტია“ სწორად დავარქვით „ნაციონალურ მოძრაობას“ და შესაბამის კლასტერს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „ტრამპის მთავარი დაპირება იყო ომის დასრულება და „დიფ სტეიტის“ დამარცხება. ჩვენ რომ გვამუნათებდნენ და სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ „გლობალური ომის პარტია“, ზოგიერთებმა ჩვენზე, ყოველ შემთხვევაში, ჩემზე კარგად იციან, სად რა ხდება. ეს საღლიცინო თემად გახადეს, არადა, ამაზე ალაპარაკდნენ მასკი, ტრამპის მომავალ კაბინეტში ჯანდაცვის მინისტრი ჯეფრი საქსი, ექსპერტები, ანალიტიკოსები – უამრავი ადამიანი, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წარმომადგენლები. მათ, ერთ შემთხვევაში „დემოკრატებს“, სხვადასხვა ძალებს უწოდეს „ომის პარტია“. ჩვენ სიტყვა გლობალურს ვამატებდით, რომ გაეგო ყველას, ქვეყნის გარეთ ძალებზე ვსაუბრობდით. დღეს უკვე გამოჩნდა, რომ „ადგილობრივი ომის პარტია“ სწორად დავარქვით „ნაციონალურ მოძრაობას“ და შესაბამის კლასტერს“.
მდინარაძის განმარტებით: „თუ ტრამპი მოახერხებს და ვიმედოვნებთ, რომ მოახერხებს თავისი დაპირების შესრულებას, დაამარცხებს „დიფ სტეიტს“, რაც ნიშნავს ამერიკულ ბიუროკრატიაში არაფორმალურ გავლენებს. შესაბამისად, ეს გავლენები ხომ ვიღაცას ეკუთვნის – ზოგი კლინტონს ასახელებს, ზოგი სამხედრო ინდუსტრიას – დავანებოთ ამაზე ლაპარაკს თავი, ვუფრთხილდებით, წითელ ხაზებს. . . ამ აქტორების გავლენები თუ შესუსტდება, შესაბამისად, ზეწოლაც საქართველოზე შესუსტდება. ე.წ. ქართული ოპოზიცია – ამ დიდი ძალების აგენტები და ინსტრუმენტები არიან. დღეს, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ. როგორც მინიმუმ, რაღაც გავლენები „დიფ სტეიტში“ ამ ომის პარტიის, გლობალური ძალების, რომლებსაც გავლენები აქვთ ამერიკულ ბიუროკრატიაში, უნდა შესუსტდეს. თუ ეს დანაპირები შესრულდა, ბუნებრივია, გაცილებით უკეთ გვექნება საქმე, იმიტომ, რომ წნეხი მოიხსნება თუ საერთოდ აღმოიფხვრება? და წნეხი აღარ იქნება საერთოდ. . . მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდა და სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით, მარტივი არ იქნება. . . თუმცა, გავაგრძელებთ ბრძოლას. . . ალბათ, მეტი ტურბულენტობის ატანა მოგვიწევს, მაგრამ მაინც მყარად ვიდგებით“.

