პარასკევი, მაისი 23, 2025
სიახლე:
  • პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია
  • მთებში მისასვლელი გზები თოვლისგან იწმინდება
  • საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა
  • ეუბნებოდნენ, რომ ვერაფერს გააკეთებდა, მან კი ბრენდი შექმნა
  • ჩირაღდნებიდან – ციფრულ ეპოქამდე
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ჯანდაცვა

„ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“

აპრილი 24, 2025აპრილი 24, 2025

„ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია“ ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კიდევ ერთი წარმატებული ქვეპროგრამაა, რომელიც ახალშობილებში აუდიოლოგიური პათოლოგიის ადრეულ აღმოჩენას, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებასა და ტრენინგებით მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. მისი ბიუჯეტი 4 444 000 ლარია.

– ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია დაავადებათა ადრეულ ასაკში აღმოჩენა (სკრინინგი – თანდაყოლილი პათოლოგიების შემთხვევაში), ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების გამოვლენა, პროგრამაში ჩართვა და სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდება, ბავშვების განვითარების სტიმულირება. აქედან გამომდინარე, შემუშავდა ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია-რეაბილიტაციის ქვეპროგრამა, – გვითხრა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა მარინა რუხაძემ.

მერიის ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს. გათვალისწინებულია შემდეგი სახის მომსახურება: ბათუმში დაბადებულ ახალშობილებს ჩაუტარდებათ სმენის მეორადი სკრინინგული გამოკვლევა, 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის გათვალისწინებულია რეაბილიტაცია მულტიდისციპლინური გუნდის ერთი ან, საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვ.) მიერ, სმენის დარღვევების მქონე 2-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის-ფსიქოლოგის და ლოგოპედის მომსახურება, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 2-დან 18 წლის ასაკის ჩათვლით პირებისათვის – გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და სხვა (საშუალოდ 20 გაკვეთილი თვის განმავლობაში), ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და ამოვარდნილობის ამბულატორიული მკურნალობის კურსი (15 სამკურნალო მასაჟი, 15 ფიზიოპროცედურა, კალციუმის შემცველი მედიკამენტები).
როგორც მერიაში გვითხრეს, ქვეპროგრამით ისარგებლებენ 2025 წლის 1 იანვრამდე ბათუმში რეგისტრირებული პირები. ზოგიერთ ქვეპროგრამაში ჩართვა 2024 წლის თებერვალ-დეკემბერში რეგისტრირებულებისთვისაც იქნება შესაძლებელი, ასევე, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტირებულ 2-და 10 წლამდე ასაკის სმენის დარღვევის მქონე ბავშვები.

ქვეპროგრამით მოსარგებლეები იქნებიან ბათუმში 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტირებული 7 წლამდე ასაკის შემდეგი პათოლოგიის მქონე ბავშვები: დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი და სხვა. აღნიშნული მომსახურება გაეწევათ იმ ბავშვებს, რომლებიც ვერ სარგებლობენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამით. ყოველთვიურად, სპეციალისტთა გუნდის ერთი ან რამდენიმე პროფესიონალის (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მომსახურების მიზანია ბავშვის განვითარების სფეროების (ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური, ემოციური, კომუნიკაცია, ადაპტური ქცევა) სტიმულირება, მშობელთა ცნობიერების და ინფორმირებულობის გაზრდა, მხარდაჭერა, ბავშვის განვითარების პროცესში ჩართვა/განათლება. საჭირო პროფესიონალების ჩართულობა და ინტენსივობა განისაზღვრება შეფასებიდან გამომდინარე და ასახულია ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალურ გეგმაში. 5 წლის შესრულების თვის ჩათვლით მომსახურებაში ჩართული ყველა ბენეფიციარისათვის, დაფინანსებული მომსახურების (ვიზიტის) მაქსიმალური რაოდენობა თვეში შეადგენს 8-ს. 5-დან 7 წლის შესრულების თვის ჩათვლით ბენეფიციარებისთვის მომსახურებაში ჩართვიდან (დაწყებიდან) ერთი წლის (თორმეტი თვის) განმავლობაში, დაფინანსებული მომსახურების (ვიზიტის) მაქსიმალური რაოდენობა თვეში შეადგენს ასევე 8-ს, მომსახურებაში ჩართვიდან (დაწყებიდან) მეორე წლის (შემდეგი თორმეტი თვის) განმავლობაში – 6-ს. ამასთან, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება ამ პროგრამის ამოქმედებამდე, წინა წლებში მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციარებზეც, (განვითარების ეტაპების დაყოვნება) დიაგნოზის შემთხვევაში სრულად დაფინანსდებიან: 1. შშმ სტატუსის მქონე ბავშვები; 2. რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები; 3. მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება; 4. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები; 5. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შვილები; 6. შშმ სტატუსის მქონე პირის შვილები; 7. ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; 8. თუ ოჯახში ერთზე მეტ ბავშვს ესაჭიროება დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში; 9. მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები (ოთხი და/ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვი), ხოლო სხვა კატეგორიის ბენეფიციარები ისარგებლებენ 50-პროცენტიანი თანაგახდის სერვისით.

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ღონისძიების მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის განვითარების ზოგადი აშლილობების  ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლის ასაკის ჩათვლით 2025 წლის 1 იანვრამდე ბათუმში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები.

მარინა რუხაძის განცხადებით, ბათუმში რეგისტრირებული, 7 წლამდე ასაკის, განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის რეაბილიტაციის კურსის ჩატარება და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია ვაუჩერული პრინციპით დაფინანსდება.
მანანა ტაკიძე

სულ ნანახია
სულ ნანახია
26
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ←  ლევან დავითაშვილი: საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი
  • პრეზიდენტის საინაუგურაციო ბიბლია და საქართველოს კონსტიტუცია ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს გადაეცა →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2025
  • აპრილი 2025
  • მარტი 2025
  • თებერვალი 2025
  • იანვარი 2025
  • დეკემბერი 2024
  • ნოემბერი 2024
  • ოქტომბერი 2024
  • სექტემბერი 2024
  • აგვისტო 2024
  • ივლისი 2024
  • ივნისი 2024
  • მაისი 2024
  • აპრილი 2024
  • მარტი 2024
  • თებერვალი 2024
  • იანვარი 2024
  • დეკემბერი 2023
  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"