პარასკევი, მაისი 23, 2025
სიახლე:
  • ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ
  • პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია
  • მთებში მისასვლელი გზები თოვლისგან იწმინდება
  • საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა
  • ეუბნებოდნენ, რომ ვერაფერს გააკეთებდა, მან კი ბრენდი შექმნა
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

პრეზიდენტის საინაუგურაციო ბიბლია და საქართველოს კონსტიტუცია ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს გადაეცა

აპრილი 24, 2025აპრილი 24, 2025

პრეზიდენტის საინაუგურაციო ბიბლია და საქართველოს კონსტიტუცია „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს“ გადაეცა. ინფორმაცია ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საკუთარ ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საინაუგურაციო ბიბლიის გამოცემა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სპეციალურად საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიისთვის დამზადდა. ბიბლია შემკულია დავით კაკაბაძის სახელოსნოში დამზადებული ხელნაკეთი ქართული ტიხრული ფილიგრანით. ბიბლიის წინა მხარეს არის ქართული ტრადიციული ტიხრული მინანქრით შესრულებული ხატების გამოსახულებები. ცენტრში გამოსახულია ყოვლადწმინდა სამების ხატი, რომელიც შესრულებულია კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილი ხატიდან. ყოვლადწმინდა სამების ხატის გარშემო ტიხრული მინანქრით შესრულებულია ოთხი მახარებლის – მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს – ხატის გამოსახულება. ბიბლიის უკანა მხარე შემკულია მე-11 საუკუნის ქართული ტიხრული ფილიგრანით. მასზე ქართული ფილიგრანებითა და ორნამენტებით სიმბოლურად გამოსახულია საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა.

სპეციალურად ინაუგურაციისთვის დაიბეჭდა საინაუგურაციო კონსტიტუციის სამი თანაბარწონადი ორიგინალი, საიდანაც ერთი განთავსდება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში, მეორე გადაეცა ეროვნულ ბიბლიოთეკას, მესამე კი – ეროვნულ არქივს.

2024 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე, საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის თანახმად, საქართველოს არჩეული პრეზიდენტები ღვთისა და ერის წინაშე ფიცს სწორედ ამ საინაუგურაციო ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადებენ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
26
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← „ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“
  • გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2025
  • აპრილი 2025
  • მარტი 2025
  • თებერვალი 2025
  • იანვარი 2025
  • დეკემბერი 2024
  • ნოემბერი 2024
  • ოქტომბერი 2024
  • სექტემბერი 2024
  • აგვისტო 2024
  • ივლისი 2024
  • ივნისი 2024
  • მაისი 2024
  • აპრილი 2024
  • მარტი 2024
  • თებერვალი 2024
  • იანვარი 2024
  • დეკემბერი 2023
  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"