,,მობიპეი” უკვე ბათუმშია

 

ავტორი:თინათინ ბაინაზიშვილი

ბათუმში მობილური გადასახადების პირველი ქსელი გაიხსნა. “`მობიპეის” ახალი ოფისის პრეზენტაცია ამ დღეებში “ბათუმი პლაზაში” გაიმართა. “ოუფენრევოლუშენი” აფართოებს თავის მომსახურებას. კერძო ამერიკული კომპანია საქართველოში საქმიანობას “მობიპეის” ბრენდის ქვეშ ახორციელებს. გადახდის მოქნილი და მოხერხებული სისტემა საქართველოს ბაზარზე ერთი წელია რაც დაინერგა. მომსახურების სერვისით სარგებლობა “მობიპეის” ქსელში ჩართულ `ჯეოსელის~ ნებისმიერ აბონენტს შეუძლია.

_ “მობიპეი” ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაფაროს კომუნალური გადასახადები, გადაიხადოს თანხა სავაჭრო ობიექტებში, შეავსოს მობილურის ანგარიში, გადაურიცხოს ახლობელს  თანხა და აწარმოოს სხვადასხვა საბანკო ოპერაციები სწრაფი და მოქნილი სისტემით, ნებისმიერ დროს და ადგილას, მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით, _ გვითხრა `მობიპეის~ მენეჯერმა ეკა რასმუსენმა.
ამ ეტაპზე “მობიპეის” სერვისით მომსახურება ბათუმის
90-მდე ობიექტშია ხელმისაწვდომი, თუმცა მათი რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ `მობიპეიმ~ აჭარაში 50-მდე სტუდენტი დაასაქმა. რომლებმაც საგანგებო და საერთაშორისო სტანდარტებს მორგებული ტრენინგები გაიარეს.
_ ჩვენ გაგვანაწილეს სპეციალურ ობიექტებზე, სადაც მსურველებს `მობიპეიში~ ვარეგისტრირებთ. მომხმარებელი აუცილებლად უნდა იყოს “ჯეოსელის” აბონენტი და სურვილის შესაბამისად,  მობილური აპარატის საშუალებით, გავუხსნით `მობიპეი ანგარიშს~, რაც მათ საშუალებას მისცემს ნებისმიერ დროს განახორციელონ საჭირო ტრანზაქცია. მალე გვექნება წამახალისებელი აქციები, სადაც აქტიურ მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლების ბარათებით დავასაჩუქრებთ,_ აღნიშნა გაყიდვების კონსულტანტმა თეონა შავაძემ.
კომპანია “ოუფენრევოლუშენი” მობილური ფინანსური სერვისების გაფართოების პროცესშია და მალე აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის ბაზარზე შესვლას გეგმავს.
- საქართველოში ექვსთვიანი მუშაობის შედეგად, უკვე 1500 პარტნიორი სავაჭრო ობიექტი და 110 000 მომხმარებელი გვყავს. დარწმუნებულები ვართ, ბათუმში განსაკუთრებული ინტერესით მოეკიდებიან ჩვენს სერვისებს, _ გვითხრა `მობიპეის~ აღმასრულებელმა დირექტორმა ალენ გილსტრაპმა.

 

About The Author

Related posts

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *