18 C ბათუმი
Tuesday 24th June 2025
მეუღლის ინფორმაციით, თემურ ქათამაძე საქართველოდან თურქეთში გააძევეს
By

მეუღლის ინფორმაციით, თემურ ქათამაძე საქართველოდან თურქეთში გააძევეს

„ვერაგულად ღამე გაიყვანეს… ვერ დავემშვიდობე“, – დაწერა სოციალურ ქსელში ბათუმელი მედროშის თემურ ქათამაძის მეუღლე ნინო კაკულიამ, რომელმაც საზოგადოებას ამცნო, რომ თემურ ქათამაძე საქართველოდან თურქეთში გააძევეს.
თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად, 48 დღე იშიმშილა.
ბათუმელი მედროშის სახელით ცნობილი თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), მუჰაჯირების შთამომავალი და პროევროპული აქციების მონაწილეა, რომელიც ათ წელზე მეტია საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად იბრძვის.
ის ასევე ცდილობდა, საქართველოს მისთვის ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭებინა, რადგან არ მომხდარიყო მისი თურქეთის რესპუბლიკაში გადაყვანა. თუმცა, აპრილის ბოლოს, სააპელაციო სასამართლომ თემურ ქათამაძეს აღნიშნული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ უთხრა უარი.
თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდნენ.

  • No Comments
  • ივნისი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *