By
ხანძარი – საციხურში
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 – დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ხანძარი გაუჩნდა მერაბ ვაშაყმაძის საცხოვრებელ სახლს. ხის ორსართულიანი შენობა და დამხმარე ნაგებობები სტიქიამ რამდენიმე წუთში შთანთქა. ხულოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძრეები გამოძახებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე იყვნენ და ხანძარს შეებრძოლნენ, მაგრამ იმ ტერიტორიაზე საავტომობილო გზის არარსებობის გამო საქმე გაურთულდათ. ხანძრის შედეგად, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არავინ დაზარალებულა.]]>