By
ბათუმის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ქალაქში მიმდინარე და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ქალაქის კეთილმოწყობასა და საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას.
ბათუმის მერმა მიმდინარე პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარებასა და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტია.