პეტიცია კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებში გადაიგზავნება
აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე – ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
კომიტეტის 2026 წლის სამოქმედო გეგმა, როგორც ფრიდონ ფუტკარაძემ აღნიშნა, აგრარული და გარემოს დაცვითი პოლიტიკის ხარისხის გაუმჯობესების, ეფექტიანი კანონშემოქმედებითი საქმიანობის, ზედამხედველობითი მექანიზმების გაძლიერების, საზოგადოებრივი ჩართულობის გაღრმავების, მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებებით მუშაობას ისახავს მიზნად.
სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა განიხილეს პეტიცია – „ბათუმში, ნიკო ჯაყელის ქუჩაზე მიწის შესყიდვისა და რეკრეაციული ზონის (პარკი და სპორტული მოედანი) მოწყობის შესახებ“ (პეტიციის ავტორი – მინდია ფუტკარაძე). პროექტი სხდომაზე ფრიდონ ფუტკარაძემ წარადგინა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, პეტიცია შემდგომი პროცედურებისთვის შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებში გადაიგზავნება.