MUSIAD- მა ბათუმში ახალი ოფისი გახსნა
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ართვინის დეპუტატს თურქეთის პარლამენტში, ფარუქ ჩელიკს და დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტს მაჰმუთ ასმალთს შეხვდა.
„ასოციაციამ თავისი წარმომადგენლობა ბათუმშიც გახსნა. ი ბიზნესმენებისა და მრეწველების ინიციატივით დაარსდა და 60 ათას საწარმოს და 2 მილიონამდე დასაქმებულს აერთიანებს.
აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება სავაჭრო და სამრეწველო მიმართულებით. ასევე, განხილულ იქნა ასოციაციის ბათუმის ახალი წარმომადგენლობის როლი ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების მხრივ ‘’, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ოპერირებს 81 ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, ორგანიზაციას 14 ათასზე მეტი წევრი ჰყავს.
აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე, თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში რიზა ქაღან ილმაზი, საერთაშორისო ასოციაცია მუსიადის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, საზღვარგარეთ არსებული წარმომადგენლობების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.