რა შეღავათებს დაჰპირდა მთავრობა ფერმერებს?
ნაnა აბულაძე 577 20 35 90 –
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმაში, რომელიც დღეს მთავრობამ წარადგინა, პანდემიის გამო შექმნილ კრიზისულ პერიოდში ფერმერების დახმარებაა გათვალისწინებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანამ უნდა გაზარდოს იმ პროგრამების რაოდენობა, რომლებიც ხელს შეუწყობს ფერმერებს მიწათმოქმედებაში. გახარიას განმარტებით, ყველა ფერმერი, რომელსაც მიწა რეგისტრირებული აქვს, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმა ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც, გახარიას განცხადებით, საბაზრო ფასზე 1 ლარით გარანტირებულად იაფი იქნება.
პრემიერმა ასევე გააჟღერა ინფორმაცია, რომ ყველა ფერმერი 20 წლის განმავლობაში გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან, ანუ მათ უფასოდ ექნებათ სარწყავი წყალი, ხოლო
თითოეულ ფერმერს, რომელსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდება, სასათბურე მეურნეობისა თუ სარწყავი სისტემის მოსაწყობად, სახელმწიფო პირდაპირ, დაუფინანსებს სამუშაოების ღირებულების 50%-ს.
– ყველაფერი ეს შეეხება დღეს საქართველოში მყოფ დაახლოებით 200 ათას ფერმერს და ამ დახმარების სრული ბიუჯეტი იქნება 300 მილიონი ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ მიწის ის მფლობელებიც, რომლებიც წლის ბოლომდე მოასწრებენ მიწების დარეგისტრირებას, – განაცხადა გიორგი გახარიამ.