პარასკევი, მაისი 23, 2025
სიახლე:
  • პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ზურაბ ჯაფარიძეს მხნეობას უსურვებს
  • სოფო ნიკოლაიშვილი 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრაზე: სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით
  • ლევან სანიკიძე: ვინც გირაოს იხდის არ ვამტყუნებ, მაგრამ ვინც გირაოს არ იხდის, ვუფასებ გაბედულ ნაბიჯს
  • წელს – მესამედ
  • პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

„ლოქდაუნი“ არ იგეგმება, თუმცა წერტილოვანი შეზღუდვები გაფართოვდება

ნოემბერი 24, 2020ნოემბერი 24, 2020

ნინო მელია 27 48 94 –

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს, რამდენად აუცილებელია სრული „ლოქდაუნის“ შემოღება. აღინიშნა, რომ ვირუსის მეტად გავრცელების შესაკავებლად მნიშვნელოვანია მობილობის დაწევა, რისთვისაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით, მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას გეგმავს. ამ გადაწყვეტილების მიღებას ხელისუფლება ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში გეგმავს. საუბარია სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების მფლობელებსა და, ბიზნესსექტორის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრებზე. ასეთი შეხვედრები ინტენსიურად იმართება და ასე უნდა გაგრძელდეს. დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამაზე შეთანხმდნენ მთავრობას და მოლებისა და ბაზრობების წარმომადგენლები. ეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდსა (ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით) და ბიზნესსექორს შორის სედგა. ამ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები შექმნილი ეპიდემიოლოგიური ფონის გამო ბიზნესსა და ეკონომიკაზე ზიანის მაქსიმალურად შემცირებისთვის შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება და ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებები იყო.. ხაზი გაუსვეს, რომ მთავრობას მთავარ ამოცანად აქვს დასახული სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ეკონომიკაზე გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენის მაქსიმალურად შემცირება. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა როგორც მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე, რომლის შესახებაც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ისე ბიზნესის პასუხისმგებლობაზე – დაიცვან არსებული რეგულაციები, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად. ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების შენელება და პრევენცია არის საერთო საქმე – როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და მოქალაქეების, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს პანდემიასთან ბრძოლაში. რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს, შეხვედრისას მათ აღნიშნეს, რომ იზიარებენ მთავრობის მიდგომას წერტილოვან შეზღუდვებთან დაკავშირებით და გამოთქვეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საკუთარ ობიექტებში უსაფრთხოების წესების დაცვას, რათა ყველაფერი გააკეთონ როგორც საკუთარი თანამშრომლების, ისე მომხმარებლების დაინფიცირების რისკის შესამცირებლად. კონკრეტულად, რა შეზღუდვები და რამდენად გაფართოვდება, ამის შესახებ ცნობილი ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე გახდება, რომელშიც მედიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
584
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← „თუ ადამინს გრიპი და კოვიდ-19 ერთდროულად შეეყრება, მისი მკურნალობა და გადარჩენა ძნელი იქნება“
  • „თუკი ეს გააკეთეს უკონკურენტო გარემოში, გასაგები ხდება, რას მოიმოქმედებდნენ პირველ ტურში” →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2025
  • აპრილი 2025
  • მარტი 2025
  • თებერვალი 2025
  • იანვარი 2025
  • დეკემბერი 2024
  • ნოემბერი 2024
  • ოქტომბერი 2024
  • სექტემბერი 2024
  • აგვისტო 2024
  • ივლისი 2024
  • ივნისი 2024
  • მაისი 2024
  • აპრილი 2024
  • მარტი 2024
  • თებერვალი 2024
  • იანვარი 2024
  • დეკემბერი 2023
  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"