კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს: ინგლისის დედოფალმა, ჯო ბაიდენმა, რეჯეპ ერდოღანმა… აიცარით, ქართველებო, ნუ გეშინიათ!
ცეცილი ირემაძე 27 48 93 –
საქართველოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და ვაქცინის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე, უზრუნველყოფს კოვიდვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, დოკუმენტს კი მიმდინარე კვირის განმავლობაში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოში განიხილავენ.
„ვაქცინის დანერგვის გეგმაში მკაფიოდაა დაკონკრეტებული, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად ქვეყანა მზადაა“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, ქვეყნის ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ ჯანმოს და სხვა მარეგულირებლის მიერ აღიარებული სამივე ვაქცინა Pმიიღოს და ამ მზადყოფნის დამადასტურებელი წერილი Pის პრეპარატთან დაკავშირებით –პლატფორმაში უკვე გაიგზავნა.
გაბუნიას განმარტებით, P-ის პირველი დოზების მისაღებად დათქმული დრო 2021 წლის პირველი კვარტალია. მან, ასევე, არ გამორიცხა, რომ საქართველომ, შესაძლოა, A-ს ვაქცინაც წლის პირველ კვარტალში მიიღოს. აღსანიშნავია, რომ გეგმაში განსაზღვრულია რამდენიმე ეტაპი, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია დაიწყება მაღალი რისკის ჯგუფებიდან: „ეს კონკრეტული წერილიის პლატფორმაში შეეხება Pის ვაქცინით იმუნიზაციის დაწყებას პირველ კვარტალში. თუმცა ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა, მსგავსი შემოთავაზება -ის პლატფორმიდან პირველ კვარტალშივე ვაქცინაციის დაწყებასთან მიმართებაში მივიღოთ. მთავარია ის, რომ ქვეყანას აქვს როგორც მარეგულირებელი, ასევე ტექნიკური მზაობა ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მომდევნო ორი თვის განმავლობაში, პირველი კვარტლის პერიოდში“.
კერძოდ, პირველ ეტაპზე აიცრებიან ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, ასევე 75 წლის ზემოთ პირები, შემდეგ 65-დან 75-მდე ასაკის პირები. მეორე ეტაპის ჯგუფში შედიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები, რასაც მოჰყვება 55-დან 64 წლის ასაკობრივი ჯგუფი, შემდეგ – ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლის ასაკობრივი ჯგუფის პირები. ამის შემდეგ უკვე რჩება მოსახლეობის სხვა ჯგუფები.
საქართველოს პირველ ეტაპზე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-ს დააკმაყოფილებს. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე გადარიცხა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დაადასტურა აღნიშნული ონფორმაცია და დაამატა: „ საქართველო მიიღებს P-ის ვაქცინის მცირე პარტიას, სახელდება რამდენიმე ათეული ათასიდან ასი ათასამდე დოზა. ეს შესაძლოა, მოხდეს ერთ თვეში. ხოლო შემდეგი პარტიის მიღება იგეგმება არა უგვიანეს მარტის ბოლოს. ეს იქნება გაცილებით დიდი რაოდენობა – ასეული ათასი, ნახევარი მილიონი, ან უფრო მეტი. რამდენადაც ვიცი, ეს იქნება, სავარაუდოდ, A ვაქცინის პირველი პარტიით რისკჯგუფები – ჯანდაცვის მუშაკები, ხანდაზმულები და თანმხლები დაავადებების მქონე პირები აიცრებიან. შემდეგი პარტიების დროს, მოსახლეობის მინიმუმ 60% მაინც უნდა აიცრას, რაც ნიშნავს უკვე გაჯერებულ იმუნიტეტს, ანუ ახალი შემთხვეების რაოდენობა იქნება მინიმალური“.
ცერცვაძემ ყველას ურჩია, ჩაიტაროს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა: „ ვურჩევ ყველას, ვისაც არ ექნება რაიმე განსაკუთრებული წინააღმდეგჩვენება, ვაქცინის მიმართ ალერგიული რეაქცია, ან რაღაც ასეთი, გაიკეთოს ვაქცინა. ეს უპირველეს ყოვლისა, ეხება მათ, რომლებიც განეკუთვნებიან რისკის ჯგუფებს. ვაქცინა რომ ცუდი იყოს, არც ინგლისის დედოფალი, არც ჯო ბაიდენი და ერდოღანი აიცრებოდნენ“.
აღსანიშნავია ისიც, რომ წინასწარი გამოკითხვებით, 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 50-60% მზადყოფნას გამოთქვამს ახალი კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ: „მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა, რადგან ჯერჯერობით, 18 წლამდე, არ არის ვაქცინაციის კლინიკური კვლევები. საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60% უნდა გაჯერდეს. შეიქმნას იმუნური ფენა ქვეყანაში, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ. ძალიან მინდა, წელს მოსახლეობის 60% ავცრათ. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. ამიტომ ყველამ ერთად მოვინდომოთ, სოლიდარობას მივაღწიოთ საზოგადოებაში, ამისთვის კი აუცილებელია დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, რადგან, ხაზს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია“.
ამ საკითხზე ისაუბრა ქვეყნის პრემიერმაც: „ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის, უბრალოდ ვერც ვხვდები, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან მიმართებაში არის შექმნილი სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო და ეს კომისია მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას. გასარკვევია ტრანსპორტირების საკითხიც. კერძოდ, სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი. ასევე, კომისიის ამოცანაა, მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად – დაიწყოს მოქალაქეების ვაქცინაცია და რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ -ის პლატფორმით, ასევე სხვა საშუალებითაც“, – თქვაგიორგი გახარიამ.