მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და აქტივისტები აქციას მართავენ. იქვე იმყოფებიან სამართალდამცველები. მათ დღეს ახალი მოთხოვნა გააჟღერეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძეს დისკომფორტია შეუქმნან და ვერ მოახერხებს თავისუფლად შესვლას- გამოსვლას მთავრობის სახლში.
დღეს, თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრა გამართა ოპოზიციის ერთერთ წარმომადგენელთან, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ, ელგუჯა ბაგრატიონთან. ელგუჯა ბაგრატიონმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ მას რიჟვაძე ცინიკურად ესაუბრა. ,,უკანა შესასვლელებიდან სამ თვეზე მეტია იპარება, მშიშარა კურდღელივით, დღესა რ მიეცა ამის საშუალება და შევედი შეხვედრაზე, რომ მეთქვა ამ ადამიანისთვის, რომ ამ ადამიანების მოთხოვნა ისევ ძალაშია. მისი პასუხი იყო – თქვენ თუ ასე ფიქრობთ, რომ ამ 20 კაცით აპირებთ და იმ ხულიგნებით, რომელიც შემოკრებილი გყავთ, რომ მე გადავდგები, ან ხელისუფლება შეიცვლება ცდებითო, აქ 5 წელიც, რომ იდგეთო ჩემი აქ ყოფნა და დანახვა თქვენ მოგიწევთ მაინც, და ეს ცინიკური დამოკიდებულება”, – აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.
აქციის მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. მოქალაქეებს მთავრობის შენობის უკანა კართან მისვლა სურდათ, პოლიციამ კი გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ. მათი თქმით უწყვეტი აქციები აჭარაში გაგრძელდება მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ მიიღწევა.