ამბები
„არსიანი“ – ბულგარეთში
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ მომღერალთა გუნდი (ლოტბარი – გიორგი ჩხარტიშვილი) მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფესტივალში „vonderland -2023“, რომელიც ვარნაში გაიმართება.
როგორც გიორგი ჩხარტიშვილმა გვითხრა, პუბლიკის წინაშე ჩვენი მომღერლები ხალხური სიმღერებით წარსდგებიან, რომელსაც არა მხოლოდ ბულგარელები მოუსმენენ. „სასიამოვნოა, როცა სხვა ქვეყანაში ჩადიხარ და შენი ქვეყნისა და შენი კუთხის სიმღერებს წარადგენ“, -აღნიშნა მან.
ეს იქნება კონკურს-ფესტივალი, სადაც ასაკობრივი კატეგორიებიც იქნება განსაზღვრული. ჩვენი ანსამბლი გასტროლზე ბულგარეთში არაერთხელ ყოფილა, მაგრამ კონკრეტულად ამ ფესტივალაში პირველად მონაწილეობს.
სულ ნანახია
229
დღეს ნანახია
1