ურთიერთბრალდებები და შეწყვეტილი სხდომა
მანანა ტაკიძე 577 10 15 17 –
შესვენება გამოცხადდა და ერთი საათით გადაიდო სხდომა ბათუმის საკრებულოში. დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე უნდა ემსჯელათ. სხდომას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ვიცემერ ლევან დავითაძესთან ერთად ესწრებოდა. დაწყებამდე დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შოვში მეწყრული მოვლენების შედეგად დაღუპულების ხსოვნას. საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ წევრებს განუცხადა, რომ დეპუტატ ლაშა კილაბერიას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი ძიძიგური ჩაანაცვლებს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დრო დაეთმო დეპუტატების განცხადებებს. ოპოზიციური ნაწილის მმართველი გუნდისადმი მიმართული ბრალდებები ეხებოდა ავარიული სახლების მდგომარეობასა და ამნისტიას, გაუთავებელ საცობებს ქალაქის შემოსასვლელთან, რუსების მიერ არასასოფლო სამეურნეო მიწების შესყიდვასა და დარღვევებს, ქალაქის შემოვლითი გზის შეჩერებულ მშენებლობას, პარკირების პრობლემებს, ხელოვნურად გაზრდილ KA кА 2 კოეფიციენტს. ისინი პასუხებს მერისგან მოითხოვდნენ. დეპუტატები არც ურთიერთბრალდებებს მოერიდნენ, რაც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც კი გადაიზარდა. მერს დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება არ მიეცა. საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ სხდომაზე ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა.