ამბები
150 მოსწავლე ლეპტოპებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე ლეპტოპებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. გამარჯვებულ მოსწავლეებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიმართა. მან განათლების პრიორიტეტულობას და ხელმისაწვდომობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი გეგმით, კომპლექსურად, მაქსიმუმი კეთდება რათა ყველა მოსწავლეს საქართველოში ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ახალ სასკოლო ინფრასტრუქტურაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგნობრივ ოლიმპიადებში და კონკურსებში 15 000 მოსწავლე მონაწილეობდა.
საგნობრივი ოლიოპიადები ჩატარდა ექვს საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ასევე გაიმართა კონკურსები სახვით ხელოვნებაში, ლიტერატურულ მარათონში, სპორტულ შეჯიბრებებში.
მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა.
სულ ნანახია
174
დღეს ნანახია
1