ბსუ-ში ახალი სასწავლო წელი 2 ოქტომბერს დაიწყება
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 2023 წლის 2 ოქტომბერს დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ უნივერსიტეტი აქვეყნებს. ბსუ-ის ცნობით, სწავლა 2 ოქტომბერს დაიწყება სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა.
ცნობისათვის: 2023-2024 სასწავლო წელს ბსუ-ს 1583 პირველკურსელი ჰყავს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი თითქმის 100 პროცენტს შეადგენს. წელს აბიტურიენტების პირველი განაცხადების რაოდენობისა და გამოცხადებული კონტინგენტის მიხედვით, ბსუ-ის საბაკალავრო პროგრამების პირველი სამეული ასე გამოიყურება: ფსიქოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება, ინგლისური ფილოლოგია. ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, სამივე საფეხურზე, ჯამში, 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს.