რა სიახლე აქვს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტს”?
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
„ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ბათუმელებისთვის სიახლე აქვს. მუნიციპალურ ავტობუსში გაჩერებების ხმოვანი გამოცხადების სერვისი ინერგება, რომელიც ამ ეტაპზე, სატესტო რეჟიმში მუშაობს. „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მგზავრთა კომფორტული გადაადგილების მიზნით, ახალი სატრანსპორტო სერვისების დანერგვას მომავალშიც გეგმავს.
– ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს მორიგ სიახლეს ვთავაზობთ. ავტობუსებში გაჩერებების გახმოვანების სისტემა დაინერგა. აღნიშნული სისტემის საშუალებით მუნიციპალური ტრანსპორტი გახდება კიდევ უფრო ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე, ჩვენი ქალაქის ვიზიტიორებისთვის ტრანსპორტით გადაადგილება იქნება უფრო ინფორმაციული და კომფორტული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად მოხდეს სატრანსპორტო სერვისების გაუმჯობესება და აღნიშნული პროექტი ზუსტად ამ მიზანს ემსახურება, – გვითხრა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა ლევან ლაზარიაშვილმა.