ამბები
2024 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვები ერთი კვირის განმავლობაში იმართებოდა
ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დღეს სრულდება. ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
„საჯარო განხილვები ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში იმართებოდა მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 365 მილიონ ლარს შეადგენს. ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, განათლება, ასევე კულტურული და სპორტული ღონისძიებებია.
ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს“, – ვკითხულობთ მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
სულ ნანახია
223
დღეს ნანახია
2