თორნიკე რიჟვაძე: საქართველოს ევროპული მისწრაფება პრიორიტეტად რჩება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო რეგიონების ასოციაციის პოლიტიკური ბიუროს ონლაინშეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
-ის პოლიტიკური ბიუროს შეხვედრაზე აჭარის მთავრობის მეთაურმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება რჩება პრიორიტეტად და მაქსიმუმი კეთდება, რომ საქართველო ძალიან მალე გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ამ გზაზე კი მნიშვნელოვანია -ის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არის არჩეული.
საზღვაო რეგიონების ასოციაცია 1973 წელს დაარსდა. -ის წარმომადგენლობა ამჟამად 150 რეგიონს და დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს აერთიანებს. ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ეროვნულ მთავრობებში კონტაქტების ფართო ქსელის საშუალებით, ორგანიზაცია უზრუნველყოფს წევრი რეგიონების საჭიროებების და ინტერესების დაცვას.