ამბები
შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის საკითხები.
თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ნატოს გემების რეგულარული ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხს. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.
სულ ნანახია
90
დღეს ნანახია
1