საქართველოში ახალი კორონავირუსის 602 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 30 – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
აჭარის ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან 30 აჭარაში გამოვლინდა. ბოლო 24 საათში რეგიონში გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი. კლინიკა უკვე დატოვა 9 გამოჯანმრთელებულმა. ამ დროისთვის აჭარის რეგიონში ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 182 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 123, ონლაინკლინიკაში – 173.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 335 კვლევა, მათ შორის 10 591 – ანტიგენის ტესტით და 7 744 – პისიარტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 602 დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 261 620-ს შეადგენს.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.28%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 3.98%, ხოლო 7 დღეში – 3.74%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 569 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 252 815-მდე. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 11 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 269 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 246, აჭარაში – 30, იმერეთში – 101, ქვემო ქართლში – 16, შიდა ქართლში – 21, გურიაში – 30, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 77, კახეთში – 54, მცხეთა-მთიანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა არის 5 510, საიდანაც 2 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 1 033, აჭარაში – 182, იმერეთში – 456. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 509, მათ შორის თბილისში – 216, აჭარაში – 40, იმერეთში – 131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 141 პირი, მათგან თბილისში – 100, აჭარაში – 5, იმერეთში – 14.
295 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, მათ შორის 167 – თბილისში, 123 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 984 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 208, ხოლო აჭარაში – 175. სულ 6 ოქტომბრიდან დღემდე სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 22 566 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 715 პირი, აჭარაში – 811, იმერეთში – 1 487.