საქართველოში ახალი კორონავირუსის 165 შემთხვევიდან 10 აჭარაში გამოვლინდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 10 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 35 218-ს შეადგენს. არსებული ინფორმაციით, კლინიკა დატოვა ხუთმა პაციენტმა. კრიტიკულია 5 ინფიცირებულის მდგომარეობა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. აჭარის კლინიკებში მკურნალობს 166 კოვიდპაციენტი, კლინიკურ სასტუმროში რჩება – 104, ონლაინკლინიკაში – 106.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 197 კვლევა, მათ შორის 6 208 – ანტიგენის ტესტით და 2 989 – პისიარტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 165 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 265 722-ს შეადგენს.
დღეის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის – 3%, ხოლო 7 დღის – 2.5%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 258 732-მდე. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 363 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 165 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურებულია 57, აჭარაში – 10, იმერეთში – 31, ქვემო ქართლში – 6, შიდა ქართლში – 6, გურიაში – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა არის 3 601, საიდანაც 1 932 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 869, აჭარაში – 166, იმერეთში – 437. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 425 პირი, მათ შორის თბილისში – 172, აჭარაში – 39, იმერეთში – 127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში – 69, აჭარაში – 5, იმერეთში – 12.
232 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, მათ შორის 115 – თბილისში, 104 – აჭარაში, 13 – იმერეთში. 1 437 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 238 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 119, ხოლო აჭარაში – 45. სულ 6 ოქტომბრიდან – 15 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 830 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 724 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 752 პირი, აჭარაში – 597, იმერეთში – 1 287.